ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე ფასი 0.92%- ით შემცირდა და საშუალოდ 3 ლარი შეადგინა. Super 95-ის ფასი 0.88%-ით შემცირდა და საშუალო ღირებულებამ დაახლოებით, 3,17 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, 0.86%-ით შემცირდა Premium 98 ტიპის ბენზინი და მისი საშუალო ღირებულება ბაზარზე 3,25 ლარი გახდა, ხოლო დიზელის ტიპის საწვავზე ერთ თვეში ფასები 0.92%-ით
აქვე ყურადსაღებია ისიც, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი ქვეყანაში 72%-ით შემცირდა და საშუალო ფასმა 1,95 ლარი შეადგინა.
ობიექტურობისთვის კი უნდა ითქვას, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში ფასებმა ძალიან მცირედით დაიკლო, ხოლო საწვავის ღირებულება ქვეყანაში ისევ საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. მაგალითად, თუ წლიურ ჭრილს ავიღებთ, დავინახავთ, რომ ერთ წელში საწვავის ღირებულება საშუალოდ 54%-ით გაიზარდა.
ავტორი:ნოდარ სირბილაძე