ლაშა დარბაისელის თქმით, ყაზახეთთან ასოციაციამ სახელმწიფო უწყებებთან ერთად იმუშავა და იქ მიმდინარე არეულობა ნეგატიურად მოქმედებს ბიზნესზეც,
,,ასოციაციამ ფაქტობრივად, პირადი კონტაქტებით ვიმუშავეთ და შევძელით გზის გახსნა ყაზახეთისკენ. ამაში ჩართული იყო ბევრი სახელმწიფო ორგანო და საბოლოოდ, გავედით გარკვეულ დადებით შედეგზე, რაც ჩვენთვის მისაღები იყო, თუმცა არადამაკმაყოფილებელი. ყაზახეთი ბაზარზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდით. ცხადია, დადებითად ვერ აისახება მიმდინარე
მისივე თქმით, 2020 წლისგან განსხვავებით, ვითარება სავალალო აღარაა, თუმცა მეტი პერსპექტივა და პოტენციალი ცალსახად არსებობს.
„მეტი პერსპექტივა და პოტენციალი ცალსახად არსებობს. სახელმწიფოსთან გვაქვს ერთადერთი თხოვნა, ვიმუშაოთ შუა აზიის ქვეყნებთან ისე, როგორც ეს ყაზახეთთან მიმართებით მოხდა და შედეგზეც გავედით“, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“
ინფორმაციისთვის, 2021 წლის 11 თვეში საქართველოდან, 57 982 ერთეული, (417,639 მლნ აშშ დოლარის ღირებულების) მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, რაც პანდემიური 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 56,6%-ით აჭარბებს, თუმცა მკვეთრად ჩამოუვარდება პანდემიამდელ რიცხვებს.
2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 90 703 მანქანის რეექსპორტი განხორციელდა, 2020 წელს კი 37 019 ერთეულის.
ავტორი:თამარ მუკბანიანი