Bentley სამომავლოდ კიდევ ერთ მომცრო ქროსოვერზე და უფრო მეტ ჰიბრიდულ მოდელზე ფიქრობს
Bentley სამომავლოდ კიდევ ერთ მომცრო ქროსოვერზე და უფრო მეტ ჰიბრიდულ მოდელზე ფიქრობს
22.08.2018
გამოცემა Autocar-ი კომპანია Bentley-ის შეფს ადრიან ჰოლმარკს ესაუბრა, რომელიც გამოტყდა, რომ კომპანია სამომავლოდ კიდევ ერთ ქროსოვერს განიხილავს მის სამოდელო გამაში. ის ამ კომპანიის სათავეში მხოლოდ თებერვლიდან არის, თუმცა როგორც მას დასავლური პრესა ახასიათებს, მას ძალიან კარგი მომავლის ხედვა აქვს. სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი განცახდება იმის თაობაზე, რომ კომპანია აპირებს მის სამოდელო გამაში მეტი ჰიბრიდული ავტომობილის და დიახ, ელექტრომობილის წარმოებასაც კი.

Auto Bild

„თუ თქვენ ხუთი წლის წინ იკითხავდით, მე გეტყოდით რომ ადამიანებს არ სურთ ჰიბრიდები. ისინი არიან ავტომწარმოებლების მარგინალური მკვლელები და ეს ნაწილობრივი
ეკოლოგიურობა ბევრისთვის მისაღები არც არის. დღეს კი განხვავებული სურათია. ზოგიერთი ბრენდი, მაგალითად Porsche-ც კი საკუთარ გამაში ჰიბრიდს აქტირუად იყენებს. წარმადობა და ეფექტურობა ერთად. ჩვენც გვინდა ასე. ჩვენთან ელექტროობის დანერგვა დაიწყო მოდელ Bentayga Hybrid-ით წლის დასაწყისში. ასევე ნახეთ თუ როგორ ვტესტავთ  Flying Spur Hybrid-ის პროტოტიპს და 2025 წლისთვის კომპანიას მის სამოდელო გამაში ყველა მოდელი ეყოლება ჰიბრიდის ვარიანტით წარმოდგენილი. რაც შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომობილს მისი პროექტი კომპანიას მაგიდაზე უდევს, მაგრამ ის უნდა მოიწონონ კომპანიის მყიდველებმა“ - აცხადებს ჰოლმარკი.

Auto Bild

მისი განცახდებით ამ დროისთვის კომპანიის მყიდველების მხოლოდ 37%-ისურვებდა მათ
გამაში ელექტრომობილს. „მათ ესმით რომ ქალაქებს ეს სჭირდებათ და ეს კარგია, მაგრამ უფრო მეტი უნდათ ვიდრე ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი.“-აცახდებს ის

Auto Bild

ჰოლმარკის თქმით ერთადერთი რასაც კომპანია არ განიხილავს ეს „მოხდენილი“ სპორტქარია. მან მიანიშნა, რომ ამ ტიპის ავტომობილებზე ზოგადად მოთხოვნა კლებადია და მდიდრული სპორტული ავტომობილები უფრო ასაკოვან ხალხს მოსწონს უკვე ვიდრე ახალგაზრდებს, რომლებიც უპირატესობას მდიდრულ ქროსოვერებს ანიჭებენ. შესაბამისად  Bentley ნამდვილად განიხილავს Bentayga-ზე საფეხურით დაბლა მდგომი ახალი ქროსოვერის წამროებას.

Auto Bild