Tesla-ს ჩინელ „მებრძოლს“ Nio ჰქვია (+photo)
Tesla-ს ჩინელ „მებრძოლს“  Nio  ჰქვია (+photo)
15.08.2018
მსოფლიოს წამყვანი ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla-ს ჩინურ კონკურენტს საკმაოდ საინტერესო სახელი აქვს „ნიო“. თუმცა Tesla-სგან განსხვავებით, რომლის დამფუძნებელს კომპანიის საფონდო ბირჟებიდან გამოსვლა სურს,  ელექტრომობილების სტარტაპი Nio  აპირებს აქციების ბაზარზე განთავსებას ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. თუმცა  ჯერ არ განუცხადებია კონკრეტულად როდის მოახდენს აქციების პირველად განთავსებას (IPO-ს), რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მის გლობალურ ბრენდად ჩამოყალიბებას. 

Auto Bild


კომპანიის პრეზიდენტმა ლიჰონგ ქინმა როგორც CNN-ს განუცხადა, მისი კომპანიის სამიზნე აუდიტორია არის ჩინეთის დიდ ქალაქებში მცხოვრები საშუალო ფენის წარმომადგენლები. კომპანიას ასევე აქვს სურვილი გასცდეს ჩინეთი ბაზარს და შევიდეს
მათ შრის ამერიკის ბაზარზე. ამისთვის კი მას უკვე აქვს ოფისები კალიფორნიაში, ლონდონსა და მიუნხენში.

Auto Bild

მართალია ჩინეთი ელექტრომობილების უმსხვილესი ბაზარია, მაგრამ ამ ქვეყანაში კონკურენციაც მაღალია, Tesla- გარდა აქ ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდანაც საკმაოდ მწვავე კონკურენციაა, მათ შორის არიან BYD და  Geely. თუმცა Nio  ადგილზე უკვე ყიდის 65 ათას დოლარიან ES8-ს, რომელიც არის ელექტრო-ქროსოვერი. კომპანიამ სულ ახლახან დაიწყო ამ ქროსოვერის მყიდველებისთვის მიწოდება და უკვე აქვს 1
7 ათასი შეკვეთა.

Auto Bild

მიუხადავად კომპანიის მიმართ შექმნილი აჟიოტაჟისა, ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მან მხოლოდ ახლა დაიწყო შემსოავლების მიღება. მან წლის პირველ ნახევარში 7 მილიონი დოლარის შემოსვალი ნახა და 503 მილიონი დახარჯა. შედარებითვის Tesla-ს უკვე აქვს 2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მხოლოდ ჩინეთში, მიუხედავად იმისა რომ მის ავტომობილებზე ძალიან მაღალი საბაჟო ტარიფებია ჩინეთში. უახლოეს მომავალში კი Tesla გეგმავს შანჰაიში გიგაქარხანისს მშენებლობას, რომელიც წლიურად 500 ათასი ავტომობილის წარმოებას შეძლებს.

Auto Bild

ასე რომ Nio-ს Tesla-მდე ბევრი უკლია, მაგრამ ამ 2014 წელს დაარსებულ კომპანიას საკმაოდ სქელჯიბიანი ინვესტორები  ჰყავს, მათ შორის ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიები Tencent და Baidu, ასევე ნახევრად ამერიკული Sequoia Capital. შესაბამისად მისი მომავალი საკმაოდ ნათელ ფერებში ისახება.