Cupra-ს პირველი დამოუკიდებელი მოდელი კუპე იქნება
Cupra-ს პირველი დამოუკიდებელი მოდელი კუპე იქნება
14.08.2018
Seat-ის სპორტული დივიზიონი Cupra გეგმავს პირველი დამოუკიდებელი ავტომობილის შექმნას და ის კუპე ქროსოვერი იქნება. როგორც ცნობილია ესპანურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ მისი სპორტული დივიზიონის ცალკე ბრენდად ტრანსფორმირება წელს გადაწყვიტა. ის გამიზნულია პრემიუმ კლასის ავტომობილების მყიდველებისთვის, რომელთაც სურთ სპორტული ავტომობილები.ავტომობილის პრემიერა მომავალი წლისთვის იგეგმება.

პირველი Cupra-ს მოდელი ეს იქნება ქროსოვერ Ateca-ზე დაფუძნებული კუპე ქროსოვერი, ხოლო მოგვიანებით კომპანია გეგმავს სრული სამოდელო გამის წარმოებას ამ ბრენდის ქვეშ.

როგორც კომპანიის შეფ-დიზაინერი ალეჰანდრო მესონერო ინტერვიუში აცახდებს კომპანია გეგმავს 100%-ით დამოუკდიებელი გარეგნობის მქონე მოდელის შექმნას და მისი პრემიერა მომავალ
წელს მოხდება.

მისივე განცახდებით ბრენდის პოზიციონირება  იმ სეგმენტში მოხდება სადაც კონკურენცია დიდი არ არის. მისივე თქმით ავტომობილი ბაზარზე 2020 წლისთვის გამოჩნდება.