Hyundai-ის მიზანია Alfa Romeo-ზე სექსუალური გახდეს(photo+video)
Hyundai-ის მიზანია Alfa Romeo-ზე სექსუალური გახდეს(photo+video)
05.08.2018
კომპანიის შეფ დიზაინერის განცახდებით ბრენდის მომავალ ვიზუალს ისინი სწორედ ამ მიმართულებით ხედავენ. “Hyundai-ისთვის იყოს უფრო სექსუალური ვიდრე Alfa Romeo, ეს არის მისია რომლის მიღწევასაც კომპანია ცდილობს“ - ეს სიტყვები Hyundai-ის შეფ დიზაინერის მოადგილეს სანგიუპ ლიის ეკუთვნის, რომელიც მან გამოცემა  Automotive News-თან ინტერვიუში განაცხადა. მან ბრენდის სამომავლო ხედვებზე ისაუბრა და განაცხადა რომ კომპანიის მიზანია გახდეს უფრო მეტად ექსპრესიული და ემოციური. 

Auto Bild


ცნობისათვის თავად ლიი არ არის დამწყები დიზაინერი ემოციური დიზაინის თვალსაზრისით. მისი წინა ნაშრომები მოიცავს ისეთ ავტომობილებს როგორებიცაა: მეხუთე თაობის Chevrolet Camaro concept,
C6 Corvette Stingray concept, დაBentley EXP 10 Speed 6 concept.

Auto Bild

„ოჯახური იერისგან“ თავის დასაღწევად Hyundai-ი კონკრეტულ ნაბიჯებს გადაიდგამს“ -აცხადებს ლიი. მისი თქმით კომპანია ამ დროისთვის ერთიან ხედვას იყნებს მის ყველა მოდელში და ეს მსხვილი ბრენდებისთვის ზოგადად დამახასიათებელია, მაგრამ ეს უნდა შეიცვალოს. მას სურს ყველა ავტომობილს ჰქონდეს საკუთარი დამახასიათებელი გარეგნობა. მისი განაცხადებით კასკადური ცხაურა უცვლელი დარჩება, მაგრამ ის სხვადასხვანაირად გამოისახება ხვადასხვა მოდელზე.  „ასე მაგალითად როგორც ჭადრაკზე მეფე, დედოფალი და მხედარი და სხვა ფიგურები სხვდავანაირად გამოიყურებეან, მაგრამ დაფაზე ერთიანად და გუნდურად მუშაობენ. დიდებული ანალოგია“ - აცახდებს ის.

Auto Bild
Hyundai-ის მიზანია Alfa Romeo-ზე სექსუალური გახდეს(photo+video)" width="720" height="405" />

Hyundai -ის მომავლის დიზაინის ენა ერთგავარდ წარმოდგენილი იყო ჟენევაში ნაჩვენებ კონცეპტზე Le Fil Rouge. ამ ავტომობილის მთავარი იდეა იყო „სენსიტიური სპორტულობა“, რომელიც უხეშად გამოიხატება პროპორციების, არქიტექტურის, სტილისა და ტექნოლოგიის ჰარმონიულობაში.

Auto Bild

როცა მას ჰკითხეს მის „სენსიტიური სპორტულობის“ შთაგონებაზე, მან დაასახელა Alfa Romeo და  Maserati. მისი აზრით იტალიური ავტომობილები ნამდვილად სექსუალურები არიან და მისივე აზრით გერმანელების ინსპირაციაც კი იტალიელები არიან.

ბეჭდვა