ნებადართულია, ოღონდ რაღაც-რაღაცების გათვალისწინებით. მეანი ქალი ზიგრიდ პეეკი (58) გირჩევთ: ”ორსულობის პირველ სამ თვეში ქალის ორგანიზმში დიდი ჰორმონალური ცვლილებებია. თუ ორსულ ქალს ამ პერიოდში გულისრევის შეგრძნებები აწუხებს, უმჯობესია, რომ საჭესთან დაჯდომაზე და მანქანის მართვაზე უარი თქვას.” ლოგიკურად, ეს პრობლემა ფეხმძიმობის მეორე მესამედში უნდა აღმოიფხვრას.
რეკომენდებულია თუ არა ორსული ქალისთვის მანქანის მართვა მშობიარობამდე?
ორსულობის მესამე მესამედში ფეხმძიმე ქალებმა მანქანა მხოლოდ მოკლე დისტანციებზე უნდა მართონ. საქმე ისაა, რომ ამ დროს ბავშვი უკვე საკმაოდ დიდია
კიდევ რას უნდა მიაქციონ ყურადღება ორსულმა მძღოლებმა?
”თუკი შორ გზაზე წასვლა გარდაუვალია, ფეხმძიმე მძღოლებმა ხშირად უნდა შეისვენონ, კარგად უნდა იკვებონ და ბევრი სითხე უნდა მიიღონ,” - ასეთია პეეკის რჩევა.
ორსულობის რომელი თვიდან უშლის ხელს ბავშვს უსაფრთხოების ღვედი? შეუძლიათ ფეხმძიმე ქალებს ღვედზე უარის თქმა?
არავითარ შემთხვევაში! იმიტომ, რომ ავარიის შემთხვევაში მუცლით პირდაპირ საჭეს შეასკდებით, რაც ბავშვისთვისაც და დედისთვისაც შეიძლება დამღუპველი იყოს.
როგორ უნდა შეიკრას ღვედი ორსულმა ქალმა?
ღვედი მუცელსა და თეძოებს შორის უნდა გადიოდეს (იხილეთ გრაფიკა). იმისათვის, რომ ღვედი ზემოთ არ აცურდეს, ორსულებისთვის სპეციალური აღკაზმულობაც არსებობს.
უსაფრთხოების ღვედი აუცილებლად მუცლის ქვემოთ უნდა შემოატაროთ, რათა მყისიერი მუხრუჭის ან ავარიის დროს საშვილოსნოს არ მოუჭიროს
დასკვნა
ორსულმა ქალბატონებმა, რომლებსაც ავტომობილის მართვა უწევთ, ბევრი რამ უნდა გაითვალისწინონ. საჭესთან ყოველი დაჯდომის წინ სპეციალური დამცავის ჩაცმა ჩვენს კოლეგას, ნადინსაც ძალიან ეზარება, მაგრამ ესმის, რომ მისი და მისი პატარის უსაფრთხოება ყველაზე მთავარია.
ვიქტორია დიუმერი
დამატებითი აღკაზმულობა, რომლის მეშვეობითაც ღვედი მუცლის ქვემოთ დაფიქსირდება