მეორადი BMW Z4: გართობაც საჭიროა!
მეორადი BMW Z4: გართობაც საჭიროა!
14.03.2013

გრანდიოზული 6-ცილინდრიანი ძრავა, ხისტი დაკიდება და სპორტული ძარა - BMW Z4 მეორად როსტერებში გამორჩეული მოდელია

BMW Z4 სახასიათო ავტომობილია. თუ მას ირჩევ, ესე იგი გართობა გიყვარს და უმეტესად კარგ ხასიათზე ხარ. Z4 საკმაოდ ძვირადღირებული მანქანაა, მაგრამ პირველი თაობის მეორადი მოდელების (E85, 2003-2008) 8 000 ევროდან იწყება, რაც ამ ავტომობილის ხელმისაწვდომობაზე მიუთითებს.


BMW Z4 პრაქტიკული ავტომობილი არაა, მაგრამ მფლობელს მართლაც იდეალურად გაართობს. ამისათვის აუცილებელია, რომ მისი ძალიან გრძელი კაპოტის ქვეშ შვიდი 6-ცილინდრიანი ძრავიდან (170-დან 343 ცხენის ძალამდე) ერთ-ერთი იმალებოდეს. არსებობს საბაზო ბენზინის

აგრეგატიც (2.0i), რომელსაც 4 ცილინდრი და 150 ცხენის ძალა აქვს, მაგრამ ამ ძრავით Z4 ისეთი ცელქი არაა.


სამაგიეროდ, ამ აგრეგატის შემდგომი ვარიანტი უკვე ასი პროცენტით მისაღებია: ვგულისხმობთ 2.2i-ს, რომელსაც 170 ცხენის ძალა აქვს და მაღალ ბრუნებზე მუშაობა სიამოვნებს. ეს უკვე 6-ცილინდრიანი აგრეგატია, ყველაზე „სუსტი“ 6-ცილინდრიანებს შორის, მაგრამ გაცილებით მძლავრი ვარიანტების ყველა პლუსი აქვს და იმდენად მოხდენილი ხმა აქვს, რომ ამ ფენომენის დამფასებელი მუსიკას ხშირად გამორთავს, რათა ძრავის ხმას უსმინოს. ფაქტია, რომ BMW Z4-ს ამაზე მეტი ძრავა არ სჭირდება.


ფასის შკალის სათავეში 343-ცხენისძალიანი Z4 M-ია. ამ

უკანასკნელით აღჭურვილი ბოლო მოდელების ფასი 35 000 ევრომდეც კი ადის. კარგი ოფციაა Open-Air-პაკეტი - ერთი დაჭერა ღილაკზე, 10-წამიანი ლოდინი და ცისკენ მშვენიერი ხედი გაიშლება. 2006-2008 წლებში იწარმოებოდა Z4 Coupe-ც (დაახლოებით 16 000 ევრო).


 


ტესტ-დრაივი


ჩვენი სატესტო ავტომობილი გამომწვევი მეტალიკ-ფერით 7 წლისაა და 67 800 კილომეტრი აქვს გავლილი. ახალი BMW Z4 2.2i 6 ცილინდრიანი ძრავით, ტყავის სალონით, სავარძლების გათბობით ელექტროჰიდრავლიკური ჭერით 35 280 ევრო ღირს. ეს მეორადი ვარიანტი კი ჰამბურგში (www.autopark.de) 13 450 ევროდ იყიდება.


ჩვენი შთაბეYდილება BMW-ს მაშინდელ შეფ-დიზაინერ კრის ბანგლის გემოვნებაზე ბევრს დავობენ და დაე, იდავონ, Z4-ის შესაძლებლობებზე კი მოდით, ნუ ვიდავებთ. 6-ცილინდრიანის დაქოქვაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილისტს თმები ყალყზე დაუდგეს. Z4 გართობის მოყვარული მძღოლებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია: მოხვევა, დამუხრუჭება, გადართვა, აჩქარება - ეს ყველაფერი მფლობელს გულისცემას აუჩქარებს. ამას ემატება ჯდომის ღრმა პოზიცია და გრძელი კაპოტის ხედი, რაც ერთობლიობაში სპორტული ავტომობილის გარემოს ქმნის. ძარაც შესაბამისია, დაკიდება - ხისტი. ასეც უნდა იყოს, რადგან სპორტული როდსტერისგან კომფორტს არავინ მოითხოვს. სამაგიეროდ, ფაქტია, რომ მფლობელი ავტომობილს მაგრად წურავდა. გარეგნულად კი ერთი-ორ ადგილზე ჩანს ნაკაწრები.


ჩვენი განაჩენი მანქანა საკმარისად კარგადაა მოვლილი, ტექნიკური წუნი არ აღენიშნება. ერთი სიტყვით, ყველაფერი რიგზეა - იყიდე, მართე და ისიამოვნე.


 


 


პრობლემები


BMW Z4 საერთო ჯამში სოლიდური ავტომობილია, რომელსაც განსაკუთრებული სისუსტეები არ აღენიშნება. ძირითადად ახასიათებს ორი ისეთი პრობლემა, „მესამე სერიებსაც“ (E46) რომ აქვთ ხოლმე: წინა ხიდის სახსრებს უმეტესად 50 000 კილომეტრამდე ექმნებათ პრობლემები, პრობლემატურია უკანა ხიდიც. Z4-ისთვის დამახასიათებელი პრობლემაა ელექტრო-სახურავის ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლაც. ეს ამ ავტომობილის ლოგიკური და ყველაზე ხშირი პრობლემაა.


 


1. დაკიდება: სავალ ნაწილში პრობლემები პირველ რიგში დაკიდებაზე ჩნდება


 


2. ქუდი: ყურადღება უნდა მიაქციოთ სახურავს და მის ტექნიკასაც


 


3. ჰარდი დისკები სწრაფად გამოდის მწყობრიდან, რაც მანქანის სპორტულად ტარების ბრალია


 


4. უკანა ხიდის ზამბარებიც მტკივნეული თემაა. ორივეს გამოცვლა დაახლოებით 300 ევრო ღირს


 


ტექნიკური მონაცემები


ძრავა                                               6-ცილინდრიანი


სარქველები/გამ. ლილვი            ცილინდრზე 4/2


მოცულობა                                     2171 სმ3


სიმძლავრე                                     125 კვ (170 ცხ.ძ)/6100


ბრუნის მომენტი                          210 ნმ/3500


მაქსიმალური სიჩქარე                225 კმ/სთ


აჩქარება 0-100 კმ/სთ                   8,0 წამში


ტრანსმისია/ამძრაობა                 5-საფ. მექანიკა/უკანა


ავზი/რეკომენდებული საწვავი           55 ლიტრი/Super plus


სიგრძე/სიგანე/სიმაღლე             4091/1781/1299 მმ


საბარგულის მოცულობა             240-260 ლიტრი


წონა/ტვირთამწეობა                    1330/220 კგ


 


დასკვნა


თუ არ ჩავთვლით ყველა BMW-სთვის დამახასიათებელ სავალი ნაწილის პრობლემებს და ხშირად დეფექტურ ტუმბოს, Z4 მართლაც სოლიდურია. ჩემი რჩევა: იყიდეთ 6-ცილინდრიანი ძრავით!


ლარს ბუზემანი

  • ღიაა განუმეორებელი სიამოვნებისთვის: BMW Z4 სპორტული სულისკვეთების გარდა ორი ადამიანისთვის საუკეთესო გასართობია
  • თუკი გადახდას ან დაფარებას 10 წამზე მეტი დრო სჭირდება, ესე იგი ტუმბოს უკვე უჭირს
  • სპორტული ავტომობილისთვის დამახასიათებელი ფაქტები: მოხვევა და გადართვა იდეალურია, მძღოლი ღრმად ზის
  • მძღოლის სავარძლის გვერდები უმეტესად შელახულია ხოლმე
  • თუ მაქსიმალური სიამოვნება გსურთ, 4-ცილინდრიან 2.0i-ზე უარი უნდა თქვათ და არჩევანი 6-ცილინდრიან ძრავაზე უნდა შეაჩეროთ
Fatal error: Cannot redeclare class Shortener in /var/www/html/www.autobild.ge/administrator/components/com_shortener/helpers/shortener.php on line 16