7 სახასიათო ლილიპუტი
7 სახასიათო ლილიპუტი
05.02.2013

განსაკუთრებული მეორადი ავტომობილები

როგორ უნდა დაიპყროს მამაკაცმა ქალის გული? რომანტიკული ვახშმით, წითელი ვარდით და ასიათასი კომპლიმენტით? რა თქმა უნდა, მაგრამ ამ ყველაფერს, შესაძლოა, ერთმა პატარა, მაგრამ საყვარელმა ავტომობილმა აჯობოს. თუმცა ასეთი ავტომობილები მხოლოდ მანდილოსნებისთვის როდია განკუთვნილი. მაგალითად, „მინი კუპერზე“ ქალებს აბოდებთ, მაგრამ ამ მარკის მოდელები მამაკაცებშიც ძალიან პოპულარულია, რადგან „მინი“ კარგი მანევრირებით, აჩქარებით და სვლის სპორტული სტილით გამოირჩევა. ერთი სიტყვით, მთავარია, ავტომობილი სახასიათო, ასე ვთქვათ, რაღაცით გამორჩეული და განსაკუთრებული იყოს. თუმცა შარმმა არ უნდა დაგვაბრმავოს. ზოგიერთ „მაჩო-ავტომობილს“ სერიოზული მინუსები აქვს. წაიკითხეთ,

რომელ „სახასიათი ლილიპუტს“ შეგიძლიათ ენდოთ და რომელი „კაზანოვა“ უნდა დატოვოთ უყურადღებოდ.


 


Daihatsu Trevis


ეს ავტომობილი (2006-2009) გარეგნულად ზომაში გაზრდილ ხუთკარიან „მინის“ ჰგავს, ტექნიკურად კი კუთხოვანი ფორმების მქონე Cuore-ს იდენტური და ზოგადად მასავით გამძლეა. სისუსტეები აღენიშნება სავალ ნაწილში - განსაკუთრებით უკანა ხიდზე. სწრაფად იცვითება შეჭიდებაც. ფასი: დაახლოებით 4 000 ევრო


 


New Mini


პირველმა თაობამ (2001-2006) გამოსვლისთანავე მანდილოსნების გულები დაიპყრო. რეტრო-დიზაინმა მოწონება დაიმსახურა. თუმცა New Mini-მ მექანიკოსების გულებიც დაიპყრო, რადგან ქალები ხშირად მიმართავდნენ შესაკეთებლად: ე.წ. Midland- Gear-კოლოფი (2004 წლამდე) ხშირად ფუჭდება, გამოცვლა კი 3000 ევრომდე

ჯდება. ფასი: დაახლოებით 4 000 ევრო.


 


Citroen C3


სახურავის ფორმითა და მრგვალი ფორმებით C3-ის პირველი თაობის წარმომადგენელი (2002-2009) იხვს ჰგავს. ამ ავტომობილის მთავარი პლუსი ისაა, რომ ძარაზე კოროზიას იოლად არ იჭაჭანებს - ჟანგის პრობლემა თითქმის არ არსებობს. მთავარი სისუსტე ისევ და ისევ სავალი ნაწილიდან, კერძოდ, ხიდების ნაპირებიდან მოდის. ფასი: დაახლოებით 2 500 ევრო


 


Fiat 500


ცნობილი „ჩინკუეჩენტოს“ მორიგი თაობა რეტრო-სტილში 2007 წლიდან იყიდება. ახალი Fiat 500 განსაკუთრებით მანდილოსნებს შეუყვარდათ. არადა, ახალი თაობის „ჩინკუეჩენტოს“ არაერთი სისუსტე აღენიშნება. საბურავების თაღები და მაყუჩი იჟანგება, AUTO BILD-ის ხანგრძლივი ტესტის დროს კი ძრავა გაფუჭდა. ფასი: დაახლოებით 6 000 ევრო


 


Nissan Micra


„მიკრას“ მესამე თაობის წარმომადგენელსაც დათუნიას გამოხედვა აქვს. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი არა მარტო ამ სახით (2002-2010), არამედ კაბრიოლეტის ვერსიითაც იწარმოებოდა (2005-2009), რომელსაც Micra CC ეწოდებოდა. 1.2-ლიტრიანი ბენზინის ძრავის მქონე „მიკრას“ სუსტი ჯაჭვი ჰქონდა. რჩევა: გამოცვალეთ ყოველ 80 000 კილომეტრზე. ფასი: დაახლოებით 2 500 ევრო


 


Peugeot 1007


„პეჟოს“ სხვა მოდელებისგან განსხვავებით, ამ უკანასკნელზე ვერ ვიტყვით, საყვარელიაო, მაგრამ ფაქტია, რომ 1007-იც სახასიათო ავტომობილია. აბა, დააკვირდით: სხვა რომელ მცირელიტრაჟიანს აქვს გასაწევი კარები? ცუდი ის არის, რომ პრობლემები სწორედ კარის ამ მექანიზმებს ექმნება: ხშირად აღარ იღება, აღარ იკეტება, იყინება ან თავისით იღება. ფასი: დაახლოებით 3 500 ევრო


 


Smart Forfour


თანამედროვე სპორტულ ფეხსაცმელს ჰგავს: ჭრელია, მსუბუქია, სპორტულიცაა და ძვირად ფასობს. სწორედ მაღალი ფასის და ძვირადღირებული ოფციების „დამსახურება“ იყო ის, რომ ამ მოდელის წარმოება ორ წელიწადში შეწყდა (2004-2006). თუმცა Mitsubishi Colt-ის პლატფორმაზე აწყობილი ეს „სმარტი“ ნახმარ მდგომარეობაში იაფია და თანაც, გამძლე ტექნიკა აქვს. ფასი: დაახლოებით 3 500 ევროდან

  • New Mini
  • Citroen C3
  • Daihatsu Trevis
  • Fiat 500
  • Nissan Micra
  • Peugeot 1007
  • Smart Forfour
Fatal error: Cannot redeclare class Shortener in /var/www/html/www.autobild.ge/administrator/components/com_shortener/helpers/shortener.php on line 16