შეუძლიათ ამ თვალებს მოტყუება? როგორი მანქანაა ”მრგვალფარებიანი” მერსედესი
შეუძლიათ ამ თვალებს მოტყუება? როგორი მანქანაა ”მრგვალფარებიანი” მერსედესი
12.12.2012

„მრგვალფარებიანი“ E-კლასის ყიდვა გერმანიაში 2000 ევროზე იაფადაც შეიძლება. შევეცადეთ, W 210-ისთვის მაქსიმალურად კრიტიკულად შეგვეხედა

„მხოლოდ ექსპორტისთვის“ - როცა მეორადი ავტომობილების გამყიდველი ფირმა მანქანაზე ასეთ განცხადებას აკრავს, ამ ამბებში კარგად გარკვეული ნებისმიერი ადამიანი ხვდება, რაშიცაა საქმე. დილერები ამას მაშინ აკეთებენ, როცა ავტომობილზე არანაირი გარანტიის მოცემა არ უნდათ.


1995 წელს, რა თქმა უნდა, ყველაფერი სხვანაირად იყო. მაშინ „მერსედესი“ ამ „E-კლასისთვის” შესაშურ გარანტიას იძლეოდა. W 210-ად წოდებულმა ამ „ბენცმა“ თავის დროზე, დიზაინის კუთხით დაიმლერში რევოლუცია მოახდინა - განიერი ფარები ისტორიას ჩააბარა და მანქანამ მრგვალი

თვალები შემოგვანათა. შესაბამისი იყო შტუტგარტელთა დევიზიც: „ჩახედეთ „მერსედესს“ ახალ თვალებში“. მაშინვე გაირკვა, რომ ამ მოდელის წარმოება შვაბებს წინამორბედ W 124-ზე 30 პროცენტით იაფი უჯდებოდათ. დღეს უკვე ვხვდებით, რატომ...


მაშინ ამბობდნენ, წარმოება იმის გამო გაიაფდა, რომ ჩამრთველები და მომსახურების ელემენტების უმრავლესობა „C-კლასიდან“ (202) ავიღეთო. W 210 ოთხი კარით და „მერსედესისთვის“ დამახასიათებელი ტევადი, კომფორტული სალონით იწარმოებოდა. ამრიგად, 4.82 მეტრი სიგრძის მქონე სედანი პრემიუმ-კლასს იდეალურად მოერგო.


ძრავებში არჩევანი, რა თქმა უნდა, უდიდესი იყო: არსებობდა ბენზინის აგრეგატები ორიდან ექვს ლიტრამდე და დიზელის ძრავები 2.2-დან 3.2 ლიტრამდე. შტუტგარტელები გვთავაზობდნენ სამ

ძირითად კომპლექტაციას (Classic, Elegance, Avantgarde) და რა თქმა უნდა, AMG-ის სპორტულ ვერსიებსაც. 1996 წელს შეიქმნა კომბი, რომელსაც შვაბები S-ს უწოდებდნენ, საბარგულის კარზე კი მანქანას T (Touristik) ეწერა.


ერთი წლის შემდეგ „მერსედესმა“ კლიენტებს ახალი ძრავები შესთავაზა, ელექტრონული გასაღები, წინა კარების გვერდითა აირბალიშები, მუხრუჭის ასისტენტი და ბუქსირების საწინააღმდეგო სისტემა სერიული გახდა. 1999 წელს ავტომობილს საფუძვლიანი ფეისლიფტი ჩაუტარდა: გაჩნდა ახალი წინსაფრები, მოხვევის ციმციმებმა გარე სარკეებზე აინაცვლა, საჭეზე ღილაკები მომრავლდა, ტახომეტრზე გაჩნდა დიდი დისპლეი, ESP საბაზო კომპლექტაციაში ჩაიდო და შეიქმნა ახალი უკანა ფარები. ავტომობილმა მიიღო ახალი, 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფები (მექანიკაც და ავტომატიკაც) და იმ დროისთვის თანამედროვე ამძრაობა - AMG-ის კომპლექტაციიდან აღებული V6 და V8 ძრავები 4MATIC-ის ოლრადთან „თანამშრომლობდნენ“.


210-ის წარმოება 2002 წელს შეწყდა - იმ დროისთვის მისი შემცვლელი W 211 უკვე მზად იყო. თუმცა T-მოდელის გამოშვება 2003 წლის დასაწყისამდე გაგრძელდა...


 


ჩვენი სატესტო ავტომობილი ცოტა არ იყოს, მოწყენილი ჩანს. E 200 Classic 16 წელია, დადის, უკვე ხუთი მფლობელი გამოიცვალა და 179 000 კილომეტრი აქვს გავლილი. სერვის-წიგნში ბოლო ბეჭედი 75 000 კილომეტრზეა ჩარტყმული, რაც იმას ნიშნავს, არ ვიცით, რა დროს რა გამოუცვალეს ბოლო 100 000 კილომეტრზე. სალონში ბევრი არაფერია: კლასიკურ, მუქ-ლურჯ ფერში გადაწყვეტილ „ბენცს“ გაფუჭებული კონდიციონერი, ცოტა ხე და ძველი CD-Radio აქვს. სულ ესაა.


პირველი შთაბეYდილება საოცარია: რამდენადაც ცუდად და მოუვლელად გამოიყურება, იმდენად კარგად დადის. ძრავას ასაკი არ ეტყობა, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი საფეხურებს შორის, „მერსედესის“ სტილში, უპრობლემოდ მოძრაობს. სამაგიეროდ, აღარ ფუნქციონირებს უკანა ელ-შუშები. სხვამხრივ, მიუღებელი არაფერია. შესაბამისია ჩვენი რჩევაც: იყიდეთ მხოლოდ იმისთვის, რომ ატაროთ მანამდე, სანამ მოკვდება. თუ არა და, მაროკოელი ტაქსის მძღოლი ამ „ბენცს“ სიამოვნებით გაატარებს კიდევ ასობით ათას კილომეტრს.


ჩვენი განაჩენი: ეს მანქანა ზედგამოჭრილია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც ბევრი ფული არ აქვთ, ავტომობილისგან კი კლასს ითხოვენ. ასეთ ტიპს ამაზე იაფად ნაღდად ვერ იყიდიან. სალონში დიდი სივრცეა, ტექნიკა საბოლოო ჯამში სოლიდურია. ჟანგი ჯერ მხოლოდ კარების კანტებს ეტყობა.


 


პრობლემები


 


გატეხილი ზამბარები, კოროზიული დისკოები - ტექნიკური პრობლემები სახეზეა. გადაცემათა კოლოფის ზეთი თავიდან არ იცვლებოდა, მაგრამ მიხვდნენ რა, რომ პრობლემა ექმნებოდა, სერვისში შეიტანეს. კოროზია ძარაზე ბევრგან ჩანს, ჟანგი განსაკუთრებით კარებს ეტანება. შელახულია შუასადებებიც.


 


1


დაბრმავება „E-კლასის“ ფარებს ასაკი დაეტყო


 


2


კონდიციონერი ამ ასაკში „E-კლასის“ ხშირი პრობლემაა


 


3


დაუცველი ძრავის საყრდენი იოლად ჟანგდება - ფული დაზოგეს, პრობლემა სახეზეა


 


4


იატაკის დამცავსა და ძარას შორის წყალმა შეაღწია. შესაბამისად, აქ კოროზია გაბატონდა


 


5


ჟანგი განსაკუთრებით იოლად კიდეების კანტებში ჩნდება


 


6


კოროზია „მრგვალფარებიან“ მერსედესში თითქმის ყოველთვის საბარგულის კარიდან იწყება


 


ტექნიკური მონაცემები


 


ძრავა                                               4-ცილინდრიანი


სარქველები/გამ. ლილვი            4/2


მოცულობა                                     1998 სმ3


სიმძლავრე                                     100 კვ (136 ცხ. ძ.)/5500


ბრუნის მომენტი                          190 ნმ/4000


მაქსიმალური სიჩქარე                205 კმ/სთ


აჩქარება 0-100 კმ/სთ                   11.4 წამში


გად. კოლოფი/ამძრაობა              5-საფ. მექანიკა/უკანა


ავზის მოცულობა/რეკ. საწვავი 65 ლ/Super


სიგრძე/სიგანე/სიმაღლე             4795/1799/1402 მმ


საბარგულის მოცულობა             520 ლ


წონა/ტვირთამწეობა          1440/500 კგ

  • ავტომობილი ერთი შეხედვით ძალიან კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ თავმომწონე „მერსედესი“ უკვე იჟანგება
  • ყველასათვის კარგად ნაცნობ ინტერიერში ინსტრუმენტები ისე ვეღარ ანათებს, როგორც თავის დროზე
  • სავარძლები კარგადაა შემონახული
  • საბაზო „ბენცი“ ESP-ს გარეშეც ნორმალურად დადის
Fatal error: Cannot redeclare class Shortener in /var/www/html/www.autobild.ge/administrator/components/com_shortener/helpers/shortener.php on line 16