კარგი და ცუდი მეორადი მცირელიტრაჟიანები
კარგი და ცუდი მეორადი მცირელიტრაჟიანები
17.10.2012

თუკი მცირელიტრაჟიანების კლასში მთავარ კრიტერიუმად დაპარკინგების ნიჭს ვაღიარებთ, მაშინ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამ კლასის საუკეთესო წარმომადგენელი «სმარტია» და თუ მეორადებზე მიდგა საქმე, «სმარტის» პირველ თაობას გირჩევთ

თუკი მცირელიტრაჟიანების კლასში მთავარ კრიტერიუმად დაპარკინგების ნიჭს ვაღიარებთ, მაშინ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ამ კლასის საუკეთესო წარმომადგენელი «სმარტია» და თუ მეორადებზე მიდგა საქმე, «სმარტის» პირველ თაობას გირჩევთ. მაგრამ ის ორადგილიანია და ვისაც მეტი ადგილი და მით უმეტეს 4-5 კარი უნდა, სხვა მცირელიტრაჟიანი უნ

და ეძებოს. AUTO BILD წარმოგიდგენთ ექვს «ციცქნას», რომლებიც «პოლოზე», «ფიესტაზე» პატარები არიან და მიუხედავად უმცირესი ზომებისა, მაინც პრაქტიკულ და ეკონომიურ ოთხადგილიან მანქანებად მიიჩნევიან. მაგრამ ყველა კარგი და ხარისხიანი როდია — ზოგიერთს ზედმეტად ბევრჯერ სჭირდება შეკეთება...


 


TOP


Daihatsu Cuore


ოთხი ადგილი ძალიან პატარა სალონში და მინიმალური მოცულობის მქონე ძრავა: აი, ასეთია Daihatsu Cuore-ს დევიზი 1980 წლიდან დღემდე. მეშვიდე თაობა 2007 წლიდან გამოდის და ხუთკარიანია (სამცილინდრიანი ძრავა, 70 ცხენის ძალა). რაც მთავარია, Cuore სანდო და გამძლე ავტომობილია, რომელსაც პრობლემები იშვიათად ექმნება. ცუდი ის არის, რომ ESP მხოლოდ ტოპ-კომპლექტაციაში მოყვება. ნახმარი მეშვიდე თაობის ფასი დაახლოებით 4 000 ევროა.


 


Opel

Agila


3,54 მეტრი სიგრძის მქონე Opel Agila A (2000-2007) ბავშვების საყვარელი ავტომობილია, რადგან უკანა სავარძლის პოზიცია საკმაოდ მაღალია, რის გამოც პატარები ყველაფერს შესანიშნავად ხედავენ. ეს ავტომობილი გამძლეობის თვალსაზრისით ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს: თუ არ ჩავთვლით მცირელიტრაჟიანებისთვის დამახასიათებელ პრობლემას (სამუხრუჭე სისტემის სწრაფი ცვეთა), «აგილა» TUV-ის გამოცდებს თითქმის უნაკლოდ აბარებს ხოლმე. ფასი: 1500 ევროდან.


 


Toyota Aygo


ამ ავტომობილს იდენტური ძარითა და მონაცემებით სამი მარკა აწარმოებს: «სიტროენი» (C1), «პეჟო» (107) და «ტოიოტა» (Aygo). სამივე აბსოლუტურად ერთნაირი მანქანებია და ერთი შეხედვით, მხოლოდ ლოგოთი განსხვავდებიან, მაგრამ TUV-ის გამძლეობის გამოცდებს ყველაზე კარგად Toyota Aygo აბარებს ხოლმე. 3-ცილინდრიანი და 68-ცხენისძალიანი Aygo-ს ერთადერთი სერიოზული პრობლემა წყლის პომპაა. მწყობრიდან ხშირად გამოდის კონუსიც. ფასი: 3 800 ევროდან.


 


FLOP


 


Chevrolet Matiz


 


«მატიზი» ქვეყნიერებას 2004 წელს, Daewoo-ს ლოგოთი მოევლინა, «შევროლემ» კი 2005 წელს «მონათლა». ეს ავტომობილი ერთ-ერთი დიდი შეცდომაა, რადგან 52 ცხენის ძალისა და სამი ცილინდრის მქონე «მატიზი» ერთობ პრობლემატური ტიპია. ხშირია შემთხვევები, როცა მფლობელები ძრავას უჩივიან — საქმე არაერთხელ მისულა კაპიტალურ რემონტამდე. პრობლემატური აქვს გადაცემათა კოლოფი და კონუსიც და ხშირად TUV-ის პირველი გამოცდის ჩაბარებაც კი უჭირს ხოლმე. ფასი: დაახლოებით 1800-2000 ევრო.


 


Ford Ka


Ford Ka-ს ეს თაობა ძალიან დიდხანს, 1996-დან 2008 წლამდე იწარმოებოდა — მიუხედავად იმისა, რომ მისი მფლობელები პროფილაქტიკის მუდმივი სტუმრები არიან. ჟანგი «ფორდ კას» ამ თაობის «ჭამას» ყველაზე გვიან 10 წლის შემდეგ იწყებს. ხოლო ის, რომ 10 და 11 წლის მოდელების 38.9 პროცენტს უსერიოზულესი პრობლემები აქვთ, ნამდვილი Ka-ტასტროფაა. კოროზიასთან ერთად, მისი პრობლემა ხიდებისა და მოხვევის სისტემის მალფუჭებაცაა. შესაბამისია ფასიც: 300 ევროდან.


 


Volkswagen Fox


«ფოლკსვაგენი» ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბრენდია, მაგრამ «სახალხო მარკასაც» ჰყავს ერთი სამარცხვინო მოდელი. 2005-დან 2011 წლამდე ბრაზილიაში წარმოებული Fox ფულს მხოლოდ მისი შეძენისას დაგაზოგინებთ, მერე კი აუტანელი თავგადასავალი დაიწყება. 1.2-ლიტრიანი ძრავის მქონე მოდელებს ხშირად უზიანდებათ ცილინდრების თავაკები, უდიდესია ხიდების, ზოგადად სავალი ნაწილისა და სამუხრუჭე სისტემის ცვეთა, ძალიან ხშირად ურევს ელექტროობაც. ფასი: დაახლოებით 2 800 ევრო.

  • Ford Ka
  • Chevrolet Matiz
  • Daihatsu Cuore
  • Opel Agila
  • Toyota Aygo
  • Volkswagen Fox
Fatal error: Cannot redeclare class Shortener in /var/www/html/www.autobild.ge/administrator/components/com_shortener/helpers/shortener.php on line 16