კაბრიოლეტები 5000 ევროდ
კაბრიოლეტები 5000 ევროდ
27.08.2012

სიახლეები და საჭირო რჩევები მეორადი ავტომობილების შესახებ

სულაც არაა აუცილებელი, რომ კარგი კაბრიოლეტი ძალიან ძვირი ღირდეს. აი, ხუთი ყველაზე მაგარი მეორადი როდსტერი, რომელთა ფასი 5000 ევროს არ აღემატება


ზაფხულის მოსვლა ავტომობილის მოყვარულისთვის ფარეხიდან კაბრიოლეტის გამოყვანას, ან მასზე ოცნებას ნიშნავს. მდიდარი ბიზნესმენი ქუჩებში Porsche 911 Cabrio-თი სეირნობს. მას ყველა შურის თვალით უყურებს, მის ქერა ქალიშვილს კი Mini Cooper Cabrio ჰყავს და ადარდიანებს ყველა გოგონას, ვისაც ამ ავტომობილის შესაძენი ფული არ აქვს. ნუთუ კაბრიოლეტი მხოლოდ მდიდრების პრივილეგიაა? რა სისულელეა! აი, ჩვენ გაჩვენებთ ხუთ

ძალიან მაგარ როდსტერს, რომელთა ფასი 5000 ევროს არ აღემატება და დაგიმტკიცებთ, რომ სულაც არაა აუცილებელი, კარგი კაბრიოლეტი ძალიან ძვირი ღირდეს. თუმცა ერთი რამ გასათვალისწინებელია: შეკეთებისთვის გარკვეული თანხა უნდა გადადოთ.


 


BMW Z3


მართალია, «ჯეიმს ბონდის ძველი კაბრიო» ახალ მოდელებს სიმძლავრის კუთხით მაგრად ჩამორჩა, მაგრამ Z3 (1995-2002) დღესაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. დაახლოებით 5000 ევროდ შესაძლებელია 116 ცხენის ძალის მქონე მოდელის შეძენა, რომელსაც დაახლოებით 130 000 კილომეტრი ექნება გავლილი. მისი მთავარი მინუსები თერმოსტატების სისუსტეა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ჯეიმს ბონდმა ამ მანქანაზე უარი ამის გამო არ თქვა...


 


 


Mazda MX-5


ნიპონ-როდსტერი 1998 წლიდან იწარმოება და სხვათა შორის, სპორტული სულისკვეთება NM-მაც შეინარჩუნა, რომელიც 2005 წლამდე იწარმოებოდა. მანქანა თითქმის უპრობლემოა, მისი ერთადერთი ნაკლი კოროზიული ადგილებია, თუმცა ასეთი ბევრი არ აქვს. AUTO BILD-ის TUV-რეპორტში Mazda MX-5 ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ავტომობილია. 5000 ევროდ შესაძლებელია 1.6-ლიტრიანი ძრავის (110 ცხენის ძალა) მქონე MX-5-ის შეძენა, რომელსაც 120 000 კილომეტრი ექნება გავლილი.


 


Alfa Romeo Spider


ეს იტალიელი კაბრიოლეტი ისეთი ფანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მალფუჭებადობის პრობლემას ყურადღებას არ მიაქცევენ და მხოლოდ «ალფა რომეოს» ბრწყინვალე სტილით დატკბებიან. Spider-ს (1994-2005) ძრავის პრობლემებიც ახასიათებს და გადაცემათა კოლოფიც ხშირად გამოდის მწყობრიდან. 5000 ევროდ შესაძლებელია 2-ლიტრიანი ძრავის (150-155 ცხენის ძალა) მქონე მეორადი მოდელის შეძენა, რომელსაც 100 000 კილომეტრი ექნება გავლილი.


 


Toyota MR2


დიახ! MR2-ის შეძენა 5000 ევროდაც შესაძლებელია, მაგრამ არჩევანი დიდი არ იქნება. W3 (2000-2005) მესამე და უკანასკნელი თაობა გახლდათ ერთადერთი ძრავით: 1.8-ლიტრიანი (140 ცხენის ძალა) აგრეგატით. მანქანა საკმაოდ ხარისხიანია. პრობლემები მხოლოდ პირველ წლებში გამოშვებულ მოდელებს აღმოაჩნდათ.


 


Smart Roadster


ეს სპორტული როდსტერი ბესტსელერი არასდროს ყოფილა, რის გამოც წარმოება (2005 წელს დაიწყო) სამ წელიწადში შეწყდა. 5000 ევროდ 61-ცხენისძალიანი მოდელი მოგივათ, სამაგიეროდ, გარბენი 100 000 კილომეტრზე ნაკლები იქნება. საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 5.3 ლიტრია.

  • BMW Z3
  • მართალია, «ჯეიმს ბონდის ძველი კაბრიო» ახალ მოდელებს სიმძლავრის კუთხით მაგრად ჩამორჩა, მაგრამ Z3 (1995-2002) დღესაც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ
  • Alfa Romeo Spider
  • Mazda MX-5
  • Smart Roadster
  • Toyota MR2
Fatal error: Cannot redeclare class Shortener in /var/www/html/www.autobild.ge/administrator/components/com_shortener/helpers/shortener.php on line 16