ავტომობილი, რომელიც უნდა გიყვარდეს
ავტომობილი, რომელიც უნდა გიყვარდეს
23.11.2011

კო­ლინ მაკ­რე­ი, რი­ჩარდ ბერ­ნ­სი, პე­ტერ სოლ­ბერ­გი - ბევრს ეს სა­ხე­ლე­ბი არა­ფერს ეუბ­ნე­ბა, მა­თი ვი­ნა­ო­ბა მხო­ლოდ «სუ­ბა­რუს» და რა­ლის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა თუ იცი­ან

კო­ლინ მაკ­რე­ი, რი­ჩარდ ბერ­ნ­სი, პე­ტერ სოლ­ბერ­გი - ბევრს ეს სა­ხე­ლე­ბი არა­ფერს ეუბ­ნე­ბა, მა­თი ვი­ნა­ო­ბა მხო­ლოდ «სუ­ბა­რუს» და რა­ლის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა თუ იცი­ან. ზო­გა­დად, «სუ­ბა­რუს» გა­გო­ნე­ბა­ზე ხომ უმე­ტე­სო­ბას რა­ლის სპეც­-ე­ტა­პი უდ­გე­ბა თვალ­წინ და ეს გა­საკ­ვი­რი არ­ცა­ა, რად­გან ეს ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბე­ლი აქ­ცენტს ყო­ველ­თ­ვის ავ­ტოს­პორ­ტ­ზე აკე­თებ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბო­ლო წლებ­ში თბი­ლის­ში მომ­რავ­ლე­ბუ­ლი «სუ­ბა­რუ­ე­ბის» ხილ­ვა არ მიკ­ვირს - ქარ­თ­ვე­ლე­ბი ხომ ამ­ბი­ცი­უ­რი ხალ­ხი ვართ, გვიყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი,

სა­მა­გა­ლი­თო ის­ტო­რი­ის მქო­ნე და ჩვენც ყო­ველ­თ­ვის ვცდი­ლობთ, ამ ყვე­ლა­ფ­რის ნა­წი­ლი გავ­ხ­დეთ. თუმ­ცა, რო­გორც ყვე­ლა­ფერ­ში, აქაც მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა გვაქვს: არ გვიყ­ვარს რთუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია - «რომ გა­ფუჭ­დეს, რა ვქნა?» ზუს­ტად ეს მი­ზე­ზი გვა­ი­ძუ­ლებს, შემ­დეგ საკ­მა­ოდ ძვი­რადღი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს ან წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი კლა­სის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ყიდ­ვას იმ იმე­დით და მა­ვა­ნის რჩე­ვით, რომ ასე­თი მან­ქა­ნე­ბი არ ფუჭ­დე­ბა. შემ­დ­გო­მი სცე­ნა­რი კი ერ­თ­ნა­ი­რი­ა: რამ­დე­ნი­მე კვი­რა ნა­წი­ლის ლო­დი­ნი და სერ­ვის­ზე და­ხარ­ჯუ­ლი სა­მი სა­შუ­ა­ლო კლა­სის მან­ქა­ნის ფა­სი, რად­გან ად­რე თუ გვი­ან, ყვე­ლა მან­ქა­ნა ფუჭ­დე­ბა...


გრძე­ლი შე­სა­ვა­ლი გა­მო­ვი­და, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი «სუ­ბა­რუ­საც» ეხე­ბა, ბევ­რი ერი­დე­ბა

მის შე­ძე­ნას იმის გა­მო რომ ის ოპო­ზი­ტუ­რი Boxer ძრა­ვით, სი­მეტ­რი­უ­ლი სრუ­ლი ამ­ძ­რა­ო­ბით და მა­ღალ­წ­ნე­ვი­ა­ნი ტურ­ბო­კომ­პ­რე­სო­რი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად კი ზუს­ტად ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი რა­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბას ქმნის. სა­ტეს­ტო «ფო­რეს­ტე­რიც» ზუს­ტად ამ კომ­პ­ლექ­ტა­ცი­ით შეგ­ვ­ხ­ვ­და და აქ არ შე­მიძ­ლი­ა, არ დავ­ე­თან­ხ­მო ერთ-ერთ ალ­კო­ჰო­ლურ სას­მელ­ზე გა­მოთ­ქ­მულ ფრა­ზას «ფე­რი და გე­მო ერ­თი, თავ­გა­და­სა­ვა­ლი კი - სხვა­დას­ხ­ვა»...


პირ­ვე­ლად «ფო­რეს­ტერ­თან» შე­ხე­ბა 7 წლის წინ მქონდა. კარ­გად მახ­სოვს მა­შინ­დე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი - სპორ­ტუ­ლი ხმა, ალუ­მი­ნის პედ­ლე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი დღე­საც იშ­ვი­ა­თო­ბაა ევ­რო­პუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ბა­ზო კომ­პ­ლექ­ტა­ცი­ებ­ში. თუმ­ცა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, დღე­საც მახ­სოვს ერ­თ­-ერ­თი «სპორ­ტუ­ლი» მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბე­ლის გან­ც­ვიფ­რე­ბუ­ლი სა­ხე რო­დე­საც მოზ­რ­დი­ლი სა­ო­ჯა­ხო უნი­ვერ­სა­ლით გა­ვას­წა­რი.


ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა სა­ტეს­ტო «ფო­რეს­ტერს» Cross Sports ინ­დექ­სით: გა­რეგ­ნუ­ლად არ­ც­თუ ისე ლა­მა­ზი პირ­ვე­ლი თა­ო­ბის შემ­დეგ, მე­ო­რე თა­ო­ბის «ფო­რეს­ტე­რი» მარ­თ­ლაც რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ცხვი­რი თით­ქ­მის «ლე­გა­სის» კონ­ტუ­რებს იმე­ო­რებს და იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ ასა­კო­ვა­ნი მე­ო­ჯა­ხე ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ უნი­ვერ­სალ­ში ზი­ხართ აღარ ჩნდე­ბა. ინ­ტე­რი­ე­რიც სპორ­ტუ­ლი­ა, სა­ჭე momo-ს ფირ­მი­სა­ა, ზედ და­ტა­ნე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რე­თა გა­დარ­თ­ვის ღი­ლა­კე­ბით, სა­ვარ­ძ­ლე­ბი კი სა­ტეს­ტო მო­დელს STI კომ­პ­ლექ­ტა­ცი­ის ქონ­და. ამ ყვე­ლა­ფერს პლუს და­კი­დე­ბის სპორ­ტუ­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ხის­ტი­ა. გა­მო­გიტყ­დე­ბით, ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ხან­და­ხან საკ­მა­ოდ არა­კომ­ფორ­ტუ­ლი­ა, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, ავ­ტო­მო­ბი­ლის სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შეგ­რ­ძ­ნე­ბა­ში გეხ­მა­რე­ბათ.


სა­ლონ­ში ბევ­რი ად­გი­ლია - რო­გორც წი­ნა, ასე­ვე უკა­ნა სა­ვარ­ძ­ლებ­ზე მო­თავ­სე­ბა მა­ღალ ადა­მი­ან­საც არ უჭირს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც ის გრძნო­ბა გე­უფ­ლე­ბათ, რომ მან­ქა­ნა მხრებ­ში გი­ჭერთ. სა­ბარ­გუ­ლი არ­ნა­ხუ­ლად ტე­ვა­დია და მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბით საკ­მა­ოდ დი­დი ნივ­თე­ბის გა­და­ტა­ნა­საც უპ­რობ­ლე­მოდ მო­ა­ხერ­ხებთ. ცენ­ტ­რა­ლურ კონ­სოლ­ზე კი პა­ტა­რა სა­თავ­სო­ე­ბის მთე­ლი არ­მიაა და უკა­ნა ხედ­ვის სარ­კის ზე­მოთ ორი (!) სათ­ვა­ლის შე­სა­ნახ­საც კი იპო­ვით.


რაც შე­ე­ხე­ბა ძრა­ვას, 2-ლიტ­რი­ა­ნი ტურ­ბი­რე­ბუ­ლი «ბოქ­სე­რი» 220 ცხ/ძ-მდე ავი­თა­რებს, რაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა. თუმ­ცა აქ ისევ ქარ­თულ ტექ­ნო­ლო­გი­ურ სირ­თუ­ლეს ვაწყ­დე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ოპო­ზი­ტურ ძრავ­ში ცი­ლინ­დ­რე­ბი ვერ­ტი­კა­ლუ­რად, ერ­თ­მა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად მოძ­რა­ობს, რაც ასე­ვე კარ­გი­ა, რად­გან ცი­ლინ­დ­რის დგუ­შე­ბი ერ­თ­მა­ნე­თის ვიბ­რა­ცი­ას აბა­ლან­სე­ბენ, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ისა­ა, რომ ან­თე­ბის სან­თ­ლე­ბიც ასე­ვე ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი და მათ­თან მიდ­გო­მა რთუ­ლი­ა. ამის გა­მო კი სერ­ვი­სის დროს შე­და­რე­ბით მე­ტის გა­დახ­და მო­გი­წევთ - ისიც მა­შინ, თუ იპო­ვეთ ისე­თი მა­მა­ცი ხე­ლო­სა­ნი, რომელიც შეძ­ლებს შე­კე­თე­ბა ითა­ვოს. თუმ­ცა, თუ თქვენ მწარ­მო­ებ­ლის მი­ერ დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს და­ი­ცავთ (ჩა­ასხამთ რე­კო­მენ­დე­ბულ ზეთს, და­ა­ყე­ნებთ რე­კო­მენდებულ სან­თ­ლებს, ჩა­ას­ხამთ კარ­გი ხა­რის­ხის საწ­ვავს), მა­შინ ეს პრობ­ლე­მა იშ­ვი­ა­თად შე­გა­წუ­ხებთ. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი საწ­ვა­ვი კი მხო­ლოდ «პრე­მი­უ­მი» და «სუ­პე­რი­ა», რომ­ლი­თაც «ფო­რეს­ტე­რი» 100 კი­ლო­მეტრს სა­შუ­ა­ლოდ 14-15 ლიტ­რით გა­გა­ტა­რებთ.


გა­და­ცე­მა­თა კო­ლო­ფი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ავ­ტო­მა­ტუ­რი იყო, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. გა­დარ­თ­ვე­ბი თით­ქ­მის არ იგ­რ­ძ­ნო­ბა, ხო­ლო თუ თქვენ­ში მრბო­ლე­ლი გა­იღ­ვი­ძებს, ან არ გნე­ბავთ, სიჩ­ქა­რე თქვენს გა­რე­შე მე­ქა­ნიზ­მ­მა ცვა­ლოს, მა­შინ შე­გიძ­ლი­ათ ბერ­კე­ტი სეკ­ვენ­ტა­ლუ­რი გა­და­ცე­მის ჭრილ­ში გა­და­ი­ტა­ნოთ და მას­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბით შეძ­ლებთ წი­ნა ან შემ­დეგ გა­და­ცე­მა­ზე გა­და­ერ­თოთ. რო­გორც ზე­მოთ ვთქვი, იგი­ვე ფუნ­ქ­ცია აქვს სა­ჭე­ზე და­ტა­ნე­ბულ პლუს და მი­ნუს ღი­ლა­კებ­საც. დი­ფე­რენ­ცი­ალ­ზე სა­უ­ბა­რით კი თავს აღარ შე­გაწყენთ, მხო­ლოდ იმას ვიტყ­ვი, რომ «სუ­ბა­რუ» ერ­თ­-ერ­თი პი­ო­ნერ­თა­გა­ნი­ა, ვინც სრუ­ლი ამ­ძ­რა­ო­ბის სის­ტე­მას თით­ქ­მის ყვე­ლა მო­დელ­ზე აყე­ნებს და ძა­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბა წი­ნა და უკა­ნა ღერძს შო­რის სრუ­ლად სი­მეტ­რი­უ­ლი­ა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ყვე­ლა­ნა­ირ სა­ფარ­ზე, მათ შო­რის ყი­ნულ­ზეც შე­სა­ნიშ­ნავ მო­ჭი­დე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.


ერ­თა­დერ­თი, რაც არ მომ­წონს, მარ­ჯ­ვე­ნა სა­ჭეა - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცა­ცია ვარ. არა, ძა­ლი­ან მომ­წონს მარ­ჯ­ვე­ნა სა­ჭე, მაგ­რამ მხო­ლოდ ინ­გ­ლის­ში, ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში, იაპო­ნი­ა­ში ან სა­დაც სა­თა­ნა­დო მოძ­რა­ო­ბა­ა, აი თბი­ლის­ში კი ეს საკ­მა­ოდ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი­ა, რად­გან მარ­ჯ­ვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი მან­ქა­ნე­ბი ხომ ჩვენ­თან ძი­რი­თა­დად მარ­ჯ­ვ­ნი­დან გას­წ­რე­ბით იც­ნო­ბა. ამა­საც რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, არ­ცერთ მარ­ჯ­ვე­ნა­მოძ­რა­ო­ბი­ან ქვე­ყა­ნა­ში მარ­ჯ­ვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არა­ა...



მფლო­ბე­ლის მო­საზ­რე­ბა


\"\"


Subaru ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მან­ქა­ნა­ა. ბევ­რი ისე­თი თვი­სე­ბა აქვს, რაც ჩემს მოთხოვ­ნებს სრუ­ლი­ად აკ­მა­ყო­ფი­ლებს. მა­გა­ლი­თად, ად­ვი­ლად მა­ნევ­რი­რე­ბა­დი­ა, მო­სახ­ვე­ვებ­ში არას­დ­როს იხ­რე­ბა და არ ცუ­რავს. მი­სი ბევ­რი თვი­სე­ბა აშ­კა­რად აკ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სხვა ფსევ­დო-­კულ­ტად ქცე­ულ ბრენ­დებს (მა­გა­ლი­თად BMW-ს). ამას­თან, «ფო­რეს­ტე­რი» ტე­ვა­დი­ა, აქვს საკ­მა­ოდ დი­დი სა­ბარ­გუ­ლი, უამ­რა­ვი სა­თავ­სო სა­ლონ­ში, რაც ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა. ერ­თი სიტყ­ვით, მას მე­რე, რაც «სუ­ბა­რუ» შე­ვი­ძი­ნე, ასე ვთქვათ, ამოვ­წუ­რე ჩე­მი მოთხოვ­ნე­ბი ავ­ტო­მო­ბი­ლის მი­მართ - რო­გორც გა­რეგ­ნუ­ლად, ასე­ვე ინ­ტე­რი­ე­რი­სა და სის­წ­რა­ფის მხრივ.


ძა­ლი­ან მი­ხა­რი­ა, რომ სტე­რე­ო­ტი­პი, რო­მე­ლიც შექ­მ­ნი­ლი იყო მხო­ლოდ გარ­კ­ვე­უ­ლი კონ­ტი­გენ­ტის მი­ერ, რო­მელ­საც ერ­თერ­თი ბრენ­დი ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ეგო­ნა (გან­გებ არ ვა­სა­ხე­ლებ, ხვდე­ბით ალ­ბათ), Subaru-ს აქ­ტი­უ­რად შე­მოს­ვ­ლამ და გავ­რ­ცე­ლე­ბამ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნა­ცარ­ტუ­ტად აქ­ცია და სა­სი­ა­მოვ­ნო­ა, რომ გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად მეც, ჩე­მი ავ­ტო­მო­ბი­ლით, ამა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ.


არ­ჩილ ცა­გა­რე­ლი


 


დასკვნა


მოკ­ლედ, «ფო­რეს­ტე­რი» შე­სა­ნიშ­ნა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლია მათ­თ­ვის, ვის­თ­ვი­საც მან­ქა­ნა მხო­ლოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა­ა, ზო­გა­დად ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი უყ­ვარს და მის სპორ­ტულ ხა­სი­ათს პა­ტივს სცემს. ასე­თი ხალ­ხი ფო­რეს­ტერ­ში უამ­რავ ღირ­სე­ბას აღ­მო­ა­ჩენს. გარ­და ამი­სა, სპორ­ტ­ქა­რე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, «ფო­რეს­ტე­რის» მა­ღა­ლი კლი­რენ­სი, სა­ლო­ნის დი­დი მო­ცუ­ლო­ბა და დახ­ვე­წი­ლი სრუ­ლი ამ­ძ­რა­ო­ბა რო­გორც მოგ­ზა­უ­რო­ბის, ასე­ვე აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მოგ­ცემთ. მან­ქა­ნა საკ­მა­ოდ გამ­ძ­ლეა და თუ მას სა­თა­ნა­დოდ მო­უვ­ლით, სერ­ვის­საც იშ­ვი­ა­თად მოგ­თხოვთ. და­ბო­ლოს, რჩე­ვა Auto Bild-ისგან: ნუ იფიქ­რებთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მარ­ჯ­ვე­ნა სა­ჭით მოძ­რა­ო­ბა მარ­ტი­ვი­ა. შე­ი­ძი­ნეთ მარ­ცხე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლი - ამით თქვენ გა­უფ­რ­თხილ­დე­ბით რო­გორც თქვენს თავს და ნერ­ვებს, ასე­ვე გარ­შე­მომ­ყოფ­თაც.


ჯონი ხოჯავა

  • გა­რეგ­ნუ­ლად არ­ც­თუ ისე ლა­მა­ზი პირ­ვე­ლი თა­ო­ბის შემ­დეგ, მე­ო­რე თა­ო­ბის «ფო­რეს­ტე­რი» მარ­თ­ლაც რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ცხვი­რი თით­ქ­მის «ლე­გა­სის» კონ­ტუ­რებს იმე­ო­რებს და იმის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რომ ასა­კო­ვა­ნი მე­ო­ჯა­ხე ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ უნი­ვერ­სალ­ში ზი­ხართ აღარ ჩნდე­ბა
  • 2-ლიტ­რი­ა­ნი ტურ­ბი­რე­ბუ­ლი «ბოქ­სე­რი» 220 ცხ/ძ-მდე ავი­თა­რებს, რაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა
  • «ფო­რეს­ტე­რი» შე­სა­ნიშ­ნა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლია მათ­თ­ვის, ვის­თ­ვი­საც მან­ქა­ნა მხო­ლოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა­ა, ზო­გა­დად ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი უყ­ვარს და მის სპორ­ტულ ხა­სი­ათს პა­ტივს სცემს. ასე­თი ხალ­ხი ფო­რეს­ტერ­ში უამ­რავ ღირ­სე­ბას აღ­მო­ა­ჩენს
Fatal error: Cannot redeclare class Shortener in /var/www/html/www.autobild.ge/administrator/components/com_shortener/helpers/shortener.php on line 16