ახალი როდსტერი რომელიც კომპანიამ Toyota-სთან თანამშრომლობით შექმნა აშშ-ში Pebble Beach Concours d’Elegance-ზე უჩვენეს პირველად. კალიკორნიის ქალაქ მონტერეის ამ საავტომობილო შოუზე პრემიერიდან რამდენიმე თვეში კი მისი გაყიდვები დაიწყება. ავტომობილის ევროპული პრემიერა კი პარიზი ავტოშოუზე მოხდება, სექტემბრის მიწურულს.
რაც შეეხება მის ძალისმიერ მონაცემს, ავტომობილის პირველი სერია M40i M Performance First Edition აღჭურვილია, 335 ცხენისძალიანი ტუბრირებული 3,0 ლიტრიანი
Z4-მა მოირგო ელექტრონული მექანიზმის ნაჭრის სახურავი, რამაც კონსტრუქციის წონა 60 კილოგრამით შეამცირა. მიუხედავად ავტომობილის 70 მმ-ით დაგრძელბისა ახალი Z4 წინა თაობის ავტომობილზე 50 კილოგრამით ნაკლებია. M40i-ის წონა სავარაუდოდ 1500 კგ იქნება.
Z4, რომლის კოდური სახელწოდებაა G29, სრულიად ახალ პლატფორმაზეა აწყობილი, რომელსაც ასევე მოირგებს Toyota-ს Supra. მისი ალუმინისა და რკინის სტრუქტურა კი კომპანიის მხრიდან უნიკალურად ხასიათდება. გარდა ამ პლატფორმისა, მას სხვადასვხა ელექტრონული კომპონენტები ასევე აქვს მორგებული კომპანიის ფართოდგამოყენებადი პლატფორმისგან - CLAR, რომელსაც იყენებენ ახალი თაობის 7, 5, 3 Series ასევე X3, X4 და X5 SUV-ები. ავტომობილის აწყობა მოხდება კომპანიის მაგნა სტეირის ქარხანაში, ავსტრიის ქალაქ გრაცში, სადაც ასევე ააწყობენ ახალი თაობის Supra-საც.