“მაიბახის” ქროსოვერი საკმაოდ დიდია - მისი სიგრძე 5260 მილიმეტრი გახლავთ, სიგანე - 2110 მილიმეტრი, ხოლო სიმაღლე - 1764 მმ.
- მისი დიზაინი, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ უცნაურია!
ინტერიერი, რა თქმა უნდა, უკიდურესად მდიდრულია. უმაღლესი ხარისხის ტყავი, ხე და უძვირფასესი მასალები - ოლიგარქები ამ სალონით იამაყებენ. აქვს 4 ცალკეული სავარძელი - რა თქმა უნდა, გათბობით, გაგრილებით და მასაჟების ფუნქციით.
სერიული ვერსია, დიდი ალბათობით, 4-ლიტრიან V8 ძრავას მიიღებს (ტვინ-ტურბო), რომლის სიმძლავრე 500 ცხენის ძალაა. სერიული ვერსია ახალი Mercedes GLS-ის პლატფორმაზე შეიქმნება.
იხილეთ ვიდეო:
აი, ასეთია მაიბახის ქროსოვერი