ყველაზე შთამბეჭდავი ავტოები 2015, მე-10 ადგილი: Ford Mustang
ყველაზე შთამბეჭდავი ავტოები 2015, მე-10 ადგილი: Ford Mustang
05.01.2016
2015 წელს AUTO BILD-ის ფარეხში 700-ზე მეტი ახალი ავტომობილი იმყოფებოდა. გადავწყვიტეთ, მოგიყვეთ, რომელმა მანქანებმა მოახდინეს ჩვენი ჟურნალის ავტორებზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება.

ძვირფასო სანტა, შეფუთე ეს მანქანები ლამაზად და დაგვიყენე საახალწლოდ ნაძვის ხის ქვეშ კი არა და, სახლის წინ! დიახ, ძვირფასო მკითხველებო, ისევე, როგორც თქვენ, ჩვენ, AUTO BILD-ის ავტორებსაც გვაქვს ოცნებები და რა საკვირველია, ჩვენი ოცნებებიც ავტომობილებს უკავშირდება. ბედნიერები ვართ იმით, რომ მთელი წლის განმავლობაში ახალ მანქანებს ვტესტავთ, მაგრამ
საკუთარი მაინც სულ სხვაა. საავტომობილო ოცნება მაშინაა ასრულებული, როცა შენი ოცნების მანქანა საკუთარ ფარეხში გიდგას.

აი, მაგალითად, 7 აგვისტოს AUTO BILD-ის ფარეხში წლის პირველი ”ფორდ მუსტანგი” შემოვიდა. ფარეხი ქვემოთ გვაქვს, მაგრამ ამ მანქანის ხმა შენობის მეექვსე სართულზე, ოფისის ფინანსურ დეპარტამენტშიც კი ესმოდათ. ან 29 ოქტომბერი რად ღირს, როცა ჩვენთან პირველად შემოგოგმანდა ახალი BMW-ს ახალი ”მეშვიდე სერია”.

Auto Bild
AUTO BILD-ის სატესტო ავტომობილების ავტოფარეხი ჰამბურგში, აქსელ შპრინგერის საგამომცემლო სახლის ოფისში

ეს ისეთი მანქანებია, რომლებზეც ჩვენი ტესტ-კოორდინატორი გუნარ ჰაიში ყველას ერთსა და იმავეს ეუბნება ხოლმე: ”ის აქ არის!” ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ოფისის ლიფტთან მაშინვე საცობი იქმნება - ყველა
ხვდება, რომ ფარეხში განსაკუთრებული მანქანა შემოიყვანეს და ყველა ფარეხში ჩადის სანახავად, ხელის შესახებად, მოსასმენად.

ახლა კი გადავწყვიტეთ, რომ ჟურნალის ავტორებიც შთაბეჭდილებები შევაჯამოთ და წარმოგიდგინოთ 15 მანქანა, რომლებმაც წელს ჩვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. როგორ შედგა ეს თხუთმეტეული? გუნარ ჰაიშმა 15 ავტორს ერთი კითხვა დაუსვა: ”წელს გატესტილებიდან რომელს იყიდდით?” შედეგად შედგა ეს TOP 15.

მე-15 ადგილი: Mercedes Maybach S 600

მე-14 ადგილი: BMW 7er

მე-13 ადგილი: Lamborghini Aventador

მე-12 ადგილი: Honda Civic Type R


მე-11 ადგილი: Porsche 911 GT3 RS

გუნარ ჰაიშის ფავორიტი
მე-10 ადგილი: Ford Mustang

Auto Bild

2015 წელს ჩემს ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა: აქედან ერთმა დამაბერა, მეორემ კი პირიქით - გამაახალგაზრდავა, საბოლოოდ კი ბალანსი არ დარღვეულა. დამაბერა იმაზე ნერვიულობამ, რომ ჩემი საყვარელი საფეხბურთო გუნდი ”ჰამბურგი” პირველი ბუნდესლიგიდან ვარდებოდა და ძლივს გადაურჩა ამ ისტორიულ სირცხვილს. მეორე მნიშვნელოვანი ამბავი კი ის იყო, რომ შევხვდი ახალ Ford Mustang-ს!

ეს არის მანქანა, რომელზეც მთელი ახალგაზრდობა ვოცნებობდი. AUTO BILD-ის ფარეხში ახალი ”მუსტანგი” 5-ლიტრიანი V8 ძრავით და 421-ცხენისძალიანი სიმძლავრით პირველად 7 აგვისტოს შემოჭენდა და როცა მისკენ მივიწევდით, ყველა კოლეგას ხელს ვკრავდი - პირველი მე უნდა შევეხო-მეთქი.

Auto Bild
გუნარ ჰაიში ახალი "მუსტანგის" 8-ცილინდრიანი ძრავით აღფრთოვანებულია

ეს ფორმები, ეს კუნთები და ეს ხმა შეუცვლელი, დაუჯერებლად გულახდილი და გაუფილტრავია. მე, ძველ მექანიკოსს, რომელმაც თავისი ბავშვობა Opel Diplomat V8-ში გაატარა, ვერავინ გადამათქმევინებს იმას, რომ ძრავის მოცულობას ვერაფერი შემიცვლის! სიმძლავრესაც ასე ვუყურებ: რაც მეტი, მით უკეთესი - ოღონდ ნაღდი და არა ხელოვნური. თანაც, ეს ჩვენი ”მუსტანგიც” ლურჯი იყო - ”ჰამბურგის” ფერებში.

მაშასადამე, ახალი ”ფორდ მუსტანგი” 5-ლიტრიანი V8 ძრავითა და 421-ცხენისძალიანი სიმძლავრით - 42 000 ევრო. ხალხო, ამაზე მეტი, ამაზე უკეთესი და ამაზე მისაღებ ფასად რა გინდათ? ამხელა სიმძლავრეს, ისტორიას, ტრადიციებსა და იმიჯს ასეთ ფასად სხვა ვერცერთ მანქანაში ვერ მიიღებთ! ამიტომაცაა ეს ”მუსტანგი” ჩემი მთავარი ფავორიტი იმ მანქანებიდან, რომლებიც AUTO BILD-ში 2015 წელს გავტესტეთ.
გუნარ ჰაიში

ასევე იხილეთ:
მე-11 ადგილი: Porsche 911 GT3 RS
Auto Bild


მე-12 ადგილი: Honda Civic Type R
Auto Bild


მე-13 ადგილი: Lamborghini Aventador
Auto Bild


მე-14 ადგილი: BMW 7er
Auto Bild


მე-15 ადგილი: Mercedes Maybach S 600

Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად