მაზდას სამაგალითო SUV
მაზდას სამაგალითო SUV
19.06.2015
Mazda CX-5 მართლაც სანიმუშო SUV-ია - ახალი ტოპ-ძრავით, მეტი კომფორტითა და ინტერიერის უკეთესი ხარისხით

სპორტული სეირნობა - მართალია, ძალიან პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ახლახან განახლებულ Mazda CX-5-ს სრულიად ახალი, ტოპ-ძრავითა და გაუმჯობესებული სავალი ნაწილით, ეს საქმე მართლაც ძალიან კარგად გამოსდის.

170 კმ/სთ სისწრაფით ქროლვისას, ავტომობილში ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს 120 კმ/სთ-ით მიდიოდე. ეს იმას ნიშნავს, რომ 192-ცხენისძალიანი და 6-ცილინდრიანი ძრავა ქებას იმსახურებს. ამის დასტურია ისიც, რომ ეს ტოპ-მოდელი 100 კმ/სთ-მდე მოკლე სპრინტს 8,1 წამში ახერხებს. შედარებისთვის: 218 ცხენის ძალის მქონე BMW
X5 0-დან 100 კმ/სთ-მდე 8,2 წამში ჩქარდება.

Sprint-დან Tour რეჟიმში გადართვისას ამ კომპაქტურ SUV-ს სიმძლავრის მცირე ხვრელი უჩნდება, მაგრამ ყოველდღიურ ხმარებაში ეს ფაქტორი ხელს ნამდვილად არ შეგიშლით. და ვინც განახლებულ CX-5-ს ავტობანზე გამოცდის, მიხვდება, რას ნიშნავს კომფორტული მგზავრობა.

Auto Bild
სალონის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია: ნაკლები მაგარი პლასტმასი და დიდი ეკრანი

სპიდომეტრის ისარი 160 კმ/სთ-ს აბსოლუტურად უსტრესოდ უახლოვდება და ამ დროს მოხვევის სისტემა ავტომატურად ხისტდება, ხოლო გაუმჯობესებული სავალი ნაწილი კი გზის საფარის ტალღებს სასიამოვნოდ ფილტრავს. ამ დროს ”მაზდაზე” ვერავინ იტყვის, ”დაცურავს” ან ”ქანაობსო”.

რაც ყველაზე სასიამოვნოა, სპორტულობისკენ მიდრეკილი
ეს იაპონური SUV მწყურვალი ქროსოვერების რიცხვს არ განეკუთვნება: ჩვეულებრივად მართვისას საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 8,6 ლიტრი დაფიქსირდა, რაც სავსებით მისაღები შედეგია. ძრავასთან და სავალ ნაწილთან ერთად, ქებას იმსახურებს სამუხრუჭე სისტემაც, რომელიც უმკაცრესი მანევრების დროსაც კი სოლიდურია და მუდმივად მძლავრად ”იკბინება”.

სალონში კი ამ დროს სიმშვიდეა. CX-5-ში ხმაურიზოლაცია საკმაოდ კარგადაა შესრულებილი - იმდენად კარგად, რომ ხანდახან შეიძლება ეჭვი შეგეპაროს, რომ მიდიხარ და მანქანა გაჩერებული გეგონოს. იაპონელებმა მძღოლის სამუშაო მაგიდაზეც ბეჯითად იმუშავეს და გამოყენებული მასალების ხარისხი გააუმჯობესეს. უკეთესი პლასტმასი, უკეთესი გადაკვრა, დიდი ეკრანი, აღაც ხელის მუხრუჭის ბერკეტი, რითაც CX-5 ”აუდის” ან ”მერსედესის” დონეზე ვერ ავიდა, მაგრამ ყველა სიახლე სასიამოვნო და ფუნქციურია.

Auto Bild
ახალი უკანა მაშუქები: ცვლილებებს უკანა მხარესაც შეატყობთ

თუმცა ”მაზდას” SUV-ის სუპში თმა მაინც ვიპოვნეთ: 192 ცხენის ძალას მხოლოდ ტოპ-ვერსია Sports-Line-ში მიიღებთ და აუცილებლად 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. მართალია, მექანიკა ბევრს ისედაც არ უნდა, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვისაც უნდა და თუ თქვენც მათ სიაში ხართ, ხელცარიელი დარჩებით...
Auto Bild
► Mazda CX-5 Skyactiv-G 192
ძრავა: 4-ცილინდრიანი; მოცულობა: 2488 სმ3; სიმძლავრე: 141 კვტ (192 ცხ. ძ) 5700 ბრ/წთ; ბრუნის მომენტი: 256 ნმ/4000; მაქს. სიჩქარე: 194 კმ/სთ; ამძრაობა: სრული/6-საფ. ავტომატიკა; ავზი: 56 ლ; სიგრძე/სიგანე/სიმაღლე: 4555/1840/1710 მმ; საბარგულის მოცულობა: 503-1620 ლ; წონა 1591 კგ; აჩქარება 0-100 კმ/სთ: 8,1 წამში; საწვავის ხარჯი: 8,6 ლ. Super/100 კმ-ზე; გამონაბოლქვი: 203 გ/კმ;

ფასი (”მაზდას” თბილისის ცენტრში): 33 500 დოლარი

დასკვნა
მაზდამ ათიანში მოარტყა! CX-5 ფეისლიფტის შემდეგ ახალი ტოპ-მოტორიზებითა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ხარისხით გამოირჩევა. ამ იაპონურ SUV-ს შეუძლია იყოს, როგორც სპორტული სულისკვეთების, ისე მშვიდი და სალონის ხარისხიც უკეთესია.
სიმონ ბერგი



ასევე იხილეთ:
როცა მანქანა ჯობია სახლს: გერმანული საცხოვრებელი მანქანები
Auto Bild
ბეჭდვა
ტეგები:
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად