BMW აძლიერებს M3 Touring-ის წარმოებას და ამზადებს CS სუპერ ვაგონს
BMW აძლიერებს M3 Touring-ის წარმოებას და ამზადებს CS სუპერ ვაგონს
18.07.2023
BMW-მ გაზარდა M3 Touring-ის წარმოება და CS სუპერ ვაგონს ამზადებს. ამის შესახებ M განყოფილების უფროსმა ფრენკ ვან მილმა Bimmer Today-ს განუცხადა. მისი თქმით კომპანიას მოდელზე დიდი მოთხოვნა აქვს და დაადასტურა, რომ ვაგონების წარმოება უნდა გაიზარდოს. BMW ბლოგის პორტალი ამტკიცებს, რომ ბავარიელები ამშავებე M3 CS Touring-ის „ჰარდკორ“ ვერსიას, მაგრამ მისი დებიუტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქარხანაში იქნება თავისუფალი სიმძლავრეები.

BMW M3 Touring საწარმოო ხაზში გასული წლის სექტემბერში მოხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ვაგონი შეზღუდული არ არის, ფრენკ ვან მიელი მყიდველებს ურჩევს
შეკვეთა არ გადადონ. საქმე იმაშია, რომ წარმოების გაზრდის მიუხედავად, შეკვეთის შესრულების ვადა არც კი ფიქრობს, რომ შემცირდეს! მისი პოპუარობა იმდენად მზარდია, რომ მიუნხენში კიდევ უფრო ექსტრემალურ CS-ს ვერსიას ამზადებენ.

ინსაიდერები ხაზს უსვამენ, რომ ვაგონის სპეციალური ვერსიის წარმოებას ჯერ არ აენთო მწვანე შუქი, მაგრამ M3 CS Touring შეიძლება 2024 წელს გამოჩნდეს. ამ შემთხვევაში ის მიიღებს იმავე ტექნიკას რაც აქვს სედანს, ანუ განავითარებს 550 ცხენის ძალას და გამოირჩევა ნახშირბადის ბოჭკოვანი ძარის ნაკრების გაფორმებით.

დამუხტულ“ ვაგონებზე მოთხოვნის ზრდა BMW-ს ხელს აძლევს, რადგან გზაშია ახალი M5 ოჯახის ბენზინის, ჰიბრიდული და ელექტრო მოდელები. ყველაზე მძლავრი და უსწრაფესი „ხუთიანი“ შემოგთავაზებთ ძარის ორ ტიპს, გარეგნულად კი ბენზინის და „ბატარეის“ მოდელები თითქმის იდენტური იქნება.

ბეჭდვა
ტეგები:
BMW, M3,
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
20.02.2024
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველ კიმ ჩენ ინს რუსული წარმოების ავტომობილი Aurus-ი აჩუქა.
სრულად
04.09.2023
BMW-მ განაახლა ყველაზე ძვირადღირებული და იშვიათი X5 კროსოვერი.
სრულად