რამდენჯერ დაარღვიეს მოძრაობის წესები ქართველმა დიპლომატებმა ბერლინში?
რამდენჯერ დაარღვიეს მოძრაობის წესები ქართველმა დიპლომატებმა ბერლინში?
02.02.2016
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი დიპლომატები პარკინგის ჯარიმების გადაუხდელობით ნორვეგიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის ლიდერობენ. ახლა კი ბერლინის ადმინისტრაციულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2015 წლის მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის დიპლომატებმა რამდენჯერ დაარღვიეს მოძრაობის წესები გერმანიის დედაქალაქში.

კარგია, რომ ბერლინში აკრედიტებული ქართველი დიპლომატები დამრღვევებს შორის პირველ ადგილზე არ არიან. თუმცა 2015 წელს ბერლინში ქართველი დიპლომატების მხრიდან მოძრაობის წესების 212 დარღვევაა გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ ბერლინში ქართულ დიპლომატიურ კორპუსზე 11 ავტომობილია რეგისტრირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ერთ ავტომობილზე 19,3 დარღვევა
მოდის.

► შედარებისთვის: ბერლინში პაკისტანის საელჩოსაც 11 ავტომობილი ჰყავს და პაკისტანელმა დიპლომატებმა მოძრაობის წესები 498-ჯერ დაარღვიეს - საშუალოდ ერთ ავტომობილზე 45,3 დარღვევა.

Auto Bild

► ბერლინში ყველაზე მეტი დარღვევა საუდის არაბეთის საელჩოს წარმომადგენლებს აქვთ: 1340 დარღვევა 101 ავტომობილზე. მეორე ადგილზე რუსი დიპლომატები არიან - 812 დარღვევით 175 ავტომობილზე.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოეფიციენტს, თუ რამდენი დარღვევა მოდის საშუალოდ ერთ ავტომობილზე. მაგალითად, ამერიკელებს სულ 544 დარღვევა აქვთ, მაგრამ მათ 264 ავტომობილი ჰყავთ და საშუალოდ ერთ ავტომობილზე წელიწადში 2 დარღვევა გამოდის. აი, სუდანელი დიპლომატების შემთხვევაში
კი ეს კოეფიციენტი 62,8 გახლავთ!

Auto Bild
2015 წლის მონაცემები

გერმანული გაზეთი ”ბილდი” წერს, უცხოელი დიპლომატები საგზაო მოძრაობის წესების დაცვის კრიტერიუმში ძალიან არადიპლომატიურად იქცევიანო - 2015 წელს ჯამში 24 118 დარღვევაა გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ დიპლომატები ბერლინში ამ დარღვევებისთვის არ ისჯებიან, რადგან დიპლომატიური იმუნიტეტი აქვთ. ანუ, ფაქტობრივად მათი დიპლომატიური პასპორტები იმის ლიცენზიაა, რომ გადააჭარბონ სისწრაფეს, დაარღვიონ მოძრაობის სხვა წესები და დააპარკინგონ ავტომობილები არასწორად.

ბერლინის ადმინისტრაციის განცხადებით, დარღვევებში ყველაზე ხშირია სისწრაფის გადაჭარბება და არასწორი პარკინგი. 2015 წელს დაფიქსირდა 72 ავტოსაგზაო შემთხვევაც.

ასევე იხილეთ:
ნორვეგიაში ყველაზე მეტ ჯარიმას ქართველი დიპლომატები იხდიან!
Auto Bild


გზამკვლევი ჯოჯოხეთში...
Auto Bild


რუსეთი VS ამერიკა - 2015 წლის ავტოგაყიდვებით
Auto Bild
ბეჭდვა
article image
2023-09-04 04:41:09
"BMW ხელახლა იგონებს საკუთარ თავს" - ასეთი პერსპექტიული სლოგანით შედგა ამ კონცეპტის პრემიერა.
article image
Cat Image
2023-09-04 04:05:11
მიუნხენის საავტომობილო შოუზეახალი Mercedes-Benz E-Class: All-Terrain-ის "უგზოობის" ვერსიის დებიუტი შედგა.
article image
Cat Image
2023-09-02 06:28:49
Mini Cooper-ის ახალ ჰეჩბეკთან ერთად, მესამე თაობის Mini Countryman კროსოვერმა იხილა დღის სინათლე.
სხვა სიახლეები
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
19.02.2024
საქართველოს პარლამენტი განიხილავს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც ნებისმიერ მუნიციპალიტეტში ტაქსით მუშაობისთვის საჭირო იქნება სპეციალური ნებართვის აღება.
სრულად
04.09.2023
4 სექტემბრიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, გზებზეავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება.
სრულად