ამასთან, შვიდ თვეში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1,177 მლრდ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.9 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 217%-ს შეადგენს, 2022 წლის იანვარ-ივლისში
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზოთ 10 ქვეყანას, სადაც საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილის (რე)ექსპორტი განხორციელდა:
ყირგიზეთი - 299,907 მლნ დოლარი (7 410 ერთეული)
ყაზახეთი - 281,051 მლნ დოლარი (17 263 ერთეული)
აზერბაიჯანი - 259,065 მლნ დოლარი (15 581 ერთეული)
სომხეთი - 207,672 მლნ დოლარი (11 778 ერთეული)
რუსეთი - 65,860 მლნ დოლარი (4 840 ერთეული)
ტაჯიკეთი - 17,477 მლნ დოლარი (1 620 ერთეული)
ბელგია - 12,826 მლნ დოლარი (264 ერთეული)
უკრაინა - 9,150 მლნ დოლარი (680 ერთეული)
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 7,355 მლნ დოლარი (119 ერთეული)
თურქეთი - 5,008 მლნ დოლარი (260 ერთეული)
რაც შეეხება მთლიანად რეექსპორტს, საქართველოდან 2023 წლის შვიდ თვეში 1,855 მლრდ დოლარის პროდუქცია „გადაიყიდა“, ეს კი 111,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის 872,573 მლნ დოლართან შედარებით.
წყარო:bpn.ge