გამძლეობა: ავტომობილი ძალიან გამძლეა, იტანს ნებისმიერ პირობებში ექსპლუატაციას
სერვისი: საკმაოდ ბევრი ხელოსანია, სერვისის ფასი მისაღებია. თბილისში არის ორი ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: ადგილზე იშოვება ყველაფერი, ძირითადად მისაღებ ფასად. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: საკმაოდ კომფორტულია. აქვს ყველა საჭირო კომპლექტაცია, რაც ამ კომპონენტისთვის არის საჭირო. სვლაც რბილია
სალონი: საკმაოდ ტევადი და დახვეწილი სალონი აქვს, ყველგანმავლისთვის საჭირო მაღალი სავარძლებით. შესაძლებელია მესამე რიგის სავარძლებით შეძენა
გამავლობა: კარგი გამავლობა აქვს, ნებისმიერი ტიპის უგზოობას უმკლავდება
გავრცელებული პრობლემები: არ იკვეთება კონკრეტული დეტალების ხშირი გაუმართაობები
საიდან ჩამოვიყვანოთ: საუკეთესო ვარიანტია ევროპის ქვეყნები და იაპონია. ავტომობილის შეძენამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ რესურსი ამოწურული არ აქვს. იაპონიაში მარჯვენა-საჭიანი მოდელებია
წყარო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა