გამძლეობა: საკმაოდ გამძლე, უბრალო ავტომობილია
სერვისი: ბევრი ხელოსანია, ხელობაც საკმაოდ იაფია. ასევე თბილისში არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: ადგილზე იშოვება ყველფერი, ფასიც ძირითადად მისაღებია. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: არ არის გამორჩეული ამ კომპონენტში. უბრალო, კორპორატიული ავტომობილია
სალონი: არ გამოირჩევა ამ კომპონენტშიც. საკმაოდ უბრალო და არაკომფორტული სალონი აქვს
გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად ელექტროობის გაუმართაობას უჩივიან
საიდან ჩამოვიყვანოთ: საუკეთესო ვარიანტია ევროპის ქვეყნები და იაპონია. შეძენამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ რესურსი ამოწურული არ არის. იაპონიაში მარჯვენა-საჭიანი მოდელებია
წყარო: შპს ”ავტო ლენდი” მიცუბიში მოტორსის წარმომადგენელი საქართველოში