გამძლეობა: არ არის გამძლე ავტომობილი, მოფრთხილება სჭირდება
სერვისი: ხელოსნები არიან, ფასიც მისაღებია. ასევე თბილისში არის ორი ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: ადგილზე იშოვება ყველაფერი, ფასიც მეტ-ნაკლებად მისაღებია. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ავტომობილია
სალონი: ძალიან დახვეწილი, ტევადი და კომფორტული სალონი აქვს
გამავლობა: არ არის გამორჩეული ამ კომპონენტში
გავრცელებული პრობლემები: ჰიბრიდიან ძრავებს რესურსი 5 წელი აქვთ. შემდეგ შესაცვლელია. სხვა დეტალების ხშირი გაუმართაობები არ იკვეთება
საიდან ჩამოვიყვანოთ: ამერიკა საუკეთესო ვარიანტია. შეძენამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის
წყარო: ტოიოტა ცენტრი თეგეტა