გამძლეობა: საკმაოდ გამძლე ავტომობილია, თუმცა ჩვენი ქვეყნის პირობებში აუცილებლად სჭირდება მოფრთხილება
სერვისი: მეტ-ნაკლებად პრობლემურია. ასევე თბილისში არის ავტორიზებული სერვის-ცენტრი
ნაწილები: ადგილზე მეტ-ნაკლებად იშოვება, თუმცა ფასი საკმაოდ მაღალია. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ვებგვერდებიდან გამოწერა
კომფორტი: არ არის გამორჩეული ამ კომპონენტში. მაქსიმალური კომპლექტაციის შეძენის შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული კომფორტის მიღწევა
სალონი: ვიზუალურად საკმაოდ დახვეწილია, თუმცა სივრცით და ტევადობით არ გამოირჩევა. თავის კლასში ბევრს ჩამორჩება
გავრცელებული პრობლემები: ყველაზე ხშირად სავალი ნაწილის გაუმართაობას უჩივიან
საიდან ჩამოვიყვანოთ: ყველაზე კარგი ვარიანტი ევროპის ქვეყნებია. აუცილებელია ჩამოყვანამდე დარწმუნება, რომ ავტომობილის რესურსი ამოწურული არ არის
წყარო: მაზდა ცენტრი თბილისი